მანგლისის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობა იზღუდება: ცნობილია მიზეზი და დრო

აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი სახელწოდებით „ბირთვისის ბრძოლა“  12 საათზე დაიწყება
Sputnik

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფარცხისი-მანგლისის საავტომობილო გზის ამლევი-ორბეთის მონაკვეთზე დღეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

გავრცელებული ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე იქნება შეზღუდული. ამის მიზეზი საავტომობილო სპორტის ფედერაციის ეგიდით გამართული საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპია აღმართის დაძლევაში.

ჩემპიონატის პირველი ეტაპი სახელწოდებით „ბირთვისის ბრძოლა“  სტარტს 12:00 საათიდან აიღებს. შეჯიბრების ფარგლებში ორი სავარჯიშო და სამი ჩათვლითი რბოლა უშუალოდ სპეცმონაკვეთზე გაიმართება.

ჩემპიონატი საერთო ჯამში ხუთი ეტაპისგან შედეგება. ორგანიზატორებისა და ავტომრბოლელების მთავარი მიზანი ქუჩის რბოლების შეჯიბრებაში გადატანაა,რომელიც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით იმართება და ხელს უწყობს სპორტის განვითარებას.