ღამის განმავლობაში მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა აკრძალული. „კომენდანტის საათი“ 21:00 საათზე იწყება და დილის 5 საათამდე გრძელდება.
ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ეს კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი გავრცელების შეჩერების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია.
მიუხედვად ამისა, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 564 კაცით გაიზარდა.