გიორგი ღოღობერიძე: „ჩვენს სახლში ძალიან ბევრი ადამიანი შეგვიფარებია“

ცნობილი ქართველი ექიმი გიორგი ღოღობერიძე თავის ბავშვობას, ოჯახს და სკოლისდროინდელ ამბებს იხსენებს.
Sputnik
გიორგი ღოღობერიძე: „ჩვენს სახლში ძალიან ბევრი ადამიანი შეგვიფარებია“
„მართლია, არ ვიყავით შეძლებული ოჯახი, ჩვენი შემოსავლის წყარო ჩვენივე შრომა იყო, რასაც ვთესდით იმასვე ვიმკიდით, მაგრამ გარშემო ბუნება იმდენად ლამაზი იყო, რომ ეს ჩვენს განწყობაზე არ ისახებოდა„- ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

ექიმი გიორგი ღოღობერიძე: „ბებო სკოლის პედაგოგი იყო, დედამაც ბებოს გზა არჩია და სკოლის პედაგოგი გახდა. სკოლა ჩემი სახლის წინ იყო, ცხრას წუთები რომ დააკლდებოდა, სკოლაში მაშინ ვდგებოდი და მივდიოდი. ბავშვობა ამ კუთხით მშვენიერი იყო.“