ყვითელი ამბები

„საწყალი ის, ვისაც შენი ფეხი მოხვდაო...“ – სალომე ჭაჭუა ტაეკვონდოს ეუფლება – ვიდეო

სალომე ჭაჭუა აქტუალობას არ კარგავს. მის უახლესი ვიდეოს გამოქვეყნებას აჟიოტაჟი მოჰყვა. ნახეთ როგორ იბრძვის ცნობილი მოცეკვავე.
Sputnik

„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ პაუზის აღების შემდეგაც კი ექსტრავაგანტული ქორეოგრაფი აქტუალობას არ კარგავს. სალომე ჭაჭუა პანდემიის მიუხედავად სხეულზე ზრუნვას არ წყვეტს და სახლის პირობებშიც ახერხებს თავის მოვლას.

როგორც „მთავარ არხთან“ საუბარში აღნიშნა, ახალი ჰობი აქვს – დაახლოებით სამი წლის წინ ტაეკვონდოთი დაინტერესდა და ეუფლება სპორტის ამ სახეობას, რადგან ძალიან მოსწონს და ძალიან ეხმარება ცეცკვაში. „მეგობრები მეხუმრებიან, საწყალი ის, ვისაც შენი ფეხი მოხვდაო. თუმცა ჯერ არ დამჭირვებია“, – აღნიშნა სიცილით სალომემ.

ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი თვალშისაცემი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა სკანდალებითაც გამოირჩევა. ცნობილ ტელესახეს ერთი ურთიერთობა არ ჰქონდა დასრულებული, როდესაც ჭორები გავრცელდა მისი და გიორგი ვარდოსანიძის სიყვარულზე. ეს ჭორები მათმა ქორწილმა ჩაანაცვლა, მოგვიანებით კი მორიგი ჭორები უკვე წყვილის დაშორებას მოჰყვა.

მოგეხსენებათ, მანამდე სალომე სამეჯლისო ცეკვების სტუდია „თელას“ წამყვან მოცეკვავეზე გიგი გაჩეჩილაძეზე იყო შეყვარებული. მათი გზები „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დაწყებისას გაიყო. მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორების მერე ქორეოგრაფი პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს. ამიტომ უცნობია, თავისუფალია თუ არა ამჟამად მოცეკვავის გული.