გამყრელიძე: საქართველოში პირველი აცრის შემდეგ დაინფიცირების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, ხშირია ერთხელ აცრილი ადამიანების დაინფიცირების შემთხვევები, თუმცა ამ შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ ან მსუბუქად მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველოში ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემდეგ კორონავირუსით 300-მდე პირი დაინფიცირდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ჩვენ დაახლოებით 300-მდე შემთხვევა გვაქვს, როდესაც პირველი აცრის შემდეგ ადამიანები დაინფიცირდენენ. ამ ვითარებას სწავლობენ. მაგრამ ერთი აცრის შემდეგ თითქმის ყველასთან ინფექცია საკმაოდ მსუბუქად და ხშირად საერთოდ უსიმპტომოდ წავიდა", – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში COVID-19-ით რეინფიცირების შემთხვევები იზრდება: გამყრელიძე განმარტავს

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც

ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

5 მაისიდან დაიწყო აგრეთვე პარლამენტისა და მთავრობის წევრების ვაქცინაცია. პრიორიტეტულ ჯგუფებში შედიან აგრეთვე ტურისტულ და მასპინძლობის სექტორთან დაკავშირებული პირები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო.