დეკანოზი: მეუფე სვიმეონის მძღოლი ფიზიკურად გამისწორდა

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი რუის–ურბნისის ეპარქიაში მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე საუბრობს.
Sputnik
დეკანოზი: მეუფე სვიმეონის მძღოლი ფიზიკურად გამისწორდა
„სტუმრად ვიმყოფებოდი მეუფე იობთან. მითხრეს, რომ იქ იმყოფებოდა მეუფე სვიმეონი. მე მასთან შეხვედრა არ მსურდა და ისეთი რაღაც ვთქვი, რაც არ უნდა მეთქვა. ვაღიარებ, რომ შეცდომა დავუშვი და ეს არ უნდა მეთქვა. მაგრამ ადამიანი ხომ შეიძლება ასეთ ხასიათზე იყოს და არ სურდეს ვინმეს ნახვა. ამას მოჰყვა დაძაბული საუბარი, მეუფე სვიმეონის მძღოლი კი ფიზიკურად შემეხო", – ამბობს დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი.

დეკანოზის განცხადებით, მეუფე სვიმეონის მძღოლი აფექტის მდგომარეობაში იყო. ამ დროისთვის კი პრობლემა აღმოფხვრილია.