NYT: შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა კოვიდ-ვაქცინის 70 მლნ დოზა დაიწუნოს და დაბლოკოს

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირში, კანადასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შეტანილი „საეჭვო“ დოზების საერთო რაოდენობა 6−9 მლნ დოზას შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიძლება კომპანია Johnson&Johnson-ის ანტიკორონავირუსული ვაქცინის 70 მილიონი დოზა დაბლოკოს შესაძლო დაბინძურების გამო, იუწყება გაზეთი New York Times წყაროებზე დაყრდნობით.

შეცდომა Johnson & Johnson-ის ქარხანაში: გაფუჭებულია 15 მლნ დოზა ვაქცინა

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბალტიმორში მდებარე ქარხანაში, რომელიც Emergent BioSolutions-ს ეკუთვნის, კორონავირუსის ორი სხვადასხვა ვაქცინის ინგრედიენტები აერიათ, რის გამოც J&J-ის 15 მილიონი დოზა ვაქცინა გაფუჭდა.

სამთავრობო წყაროს ცნობით, სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახური (FDA) ეჭვობს, რომ ვაქცინების სხვა პარტიებიც შეიძლება ასევე დაბინძურებული იყოს. საუბარია იმ პარტიებზე, რომლებიც გაფუჭებული დოზების პარალელურად იწარმოებოდა.

ახლა ამერიკული რეგულატორი განიხილავს საკითხს, შეიძლება თუ არა აიცრან ადამიანები J&J-ის დაახლოებით 70 მლნ დოზა ვაქცინით, რომლებიც ბალტიმორის ქარხანაში დამზადდა.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირში, კანადასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შეტანილი „საეჭვო“ დოზების საერთო რაოდენობა 6−9 მლნ დოზას შეადგენს.

მანამდე აშშ-ის სამედიცინო მარეგულირებლებმა – FDA-მ და დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრმა (CDC) გააუქმეს შეზღუდვა, რომელიც Johnson&Johnson-ის კორონავირუსულ ვაქცინაზე იყო დაწესებული. ორივე მარეგულირებელი დარწმუნებულია პრეპარატის ეფექტურობაში და მიაჩნიათ, რომ ამ ვაქცინის გამოყენება უნდა გაგრძელდეს.