სოფელ სალხინოში „წაჩხურობის“ დღესასწაული იმართება

„წაჩხურობის“ დღესასწაულზე ადამიანები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან მიდიან. წყვილები, ვისაც შვილი არ ჰყავს, წაჩხურუს მთავარანგელოზის სწრაფშემსმენელ ხატს შეწევნას სთხოვენ.
Sputnik

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში „წაჩხურობა“ აღინიშნება, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

სოფელ სალხინოში „წაჩხურობის“ დღესასწაული იმართება

„წაჩხურობის“ დღესასწაულზე საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან დაძრული ათასობით მომლოცველი ადის ტაძარში, რომელსაც უამრავი სასწაული უკავშირდება. ტაძარში მოსალოცად მისული უშვილო წყვილები წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ.

სოფელ სალხინოში „წაჩხურობის“ დღესასწაული იმართება

ტაძარში მიდიან ისინიც, ვისაც სწრაფშემსმენელი ხატისთვის თხოვნის შემდეგ უკვე შეეძინა შვილი და მათ ახლა მადლიერების ნიშნად მიჰყავთ პატარები ტაძარში.

ანგელოზის დალოცვილი წაჩხურუ – უშვილოთა იმედი>>

ტაძართან ადამიანებს თან პატარა, ლამაზად მორთული აკვნებიც მიაქვთ.

სოფელ სალხინოში „წაჩხურობის“ დღესასწაული იმართება

„წაჩხურობის“ დღესასწაულზე მათთვის, ვისაც შვილი არ ჰყავს, სპეციალური წირვა ტარდება. უშვილო წყვილებს ლოცვებში იხსენიებენ და აზიარებენ.

როგორც „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი იუწყება, ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობაა და არ არის დაცული სოციალური დისტანცია, ასევე პირბადეც ყველას არ უკეთია.

ნიკა ლატარია