ყვითელი ამბები

„იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვი­საც გა­უ­ხარ­და ჩვე­ნი ოჯა­ხის დან­გრე­ვა...“ – თამრიკო ჭოხონელიძე

თამრიკო ჭოხონელიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ცნობილ მეუღლეს რამდენიმე წლით დაშორდა, თუმცა შემდეგ შეურიგდა.
Sputnik

მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე აცხადებს, რომ მისი ოჯახის დანგრევა ბევრ ადამიანს გაუხარდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც მისი და მსახიობ გია როინიშვილის ურთიერთობას გულშემატკივრობდა. როგორც მომღერალი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ამბობს, როდესაც ქმარს დაშორდა, მიწასთან არაფერი გაუსწორებია და ალბათ ამიტომ მოახერხა მეორედ ოჯახის აღდგენა.

„ყვე­ლას მინ­და ვუ­თხრა: თუ ფიქ­რო­ბენ, რომ მათი ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ხელს ნუ ჩა­იქ­ნე­ვენ. თუმ­ცა, იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვი­საც თა­ვის დრო­ზე გა­უ­ხარ­და ჩვე­ნი ოჯა­ხის დან­გრე­ვა. ასე­თე­ბი დღე­საც ცდი­ლო­ბენ ქი­ლი­კით რა­ღაც თქვან ჩვენ­ზე. მათ გა­სა­გო­ნად მინ­და ვთქვა: თუ ასე­თი ბედ­ნი­ე­რი ხართ იმით, რომ ოჯა­ხი ინ­გრე­ვა, ნუთუ სხვა საქ­მე არ გაქვთ? სხვი­სი ცუ­დად ყოფ­ნით რო­გორ უნდა გა­ი­ხა­რო და კარ­გად მყო­ფის ბედ­ნი­ე­რე­ბის ჩაშ­ხა­მე­ბას რა­ტომ უნდა ეცა­დო?!“ – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.

მომღერლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის და გია როინიშვილი ერთ ჭერქვეშ არ ცხოვრობდნენ, ყოფილ მეუღლეზე ზრუნვა არასდროს შეუწყვეტია.

„პა­რა­ლე­ლუ­რად იმა­ვეს აკე­თებ­და გიაც. ასე რომ, ვერ ვი­ტყვით, რომ სულ თა­ვი­დან და­ვი­წყეთ ყვე­ლა­ფე­რი. ზოგ­ჯერ სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით ვი­გებ­დი ხოლ­მე, რო­გორ ზრუ­ნავ­და ჩემ­ზე. ბო­ლომ­დე ვერც მე დავ­კარ­გე და ვერც გიამ დამ­კარ­გა მე. ამი­ტომ ჩვე­ნი ოჯა­ხი ბო­ლომ­დე არ დაშ­ლი­ლა და სა­ბო­ლო­ოდ ისევ გამ­თლი­ან­და“, – ამბობს მომღერალი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას ამცნო, რომ ქმარს შეურიგდა.

თამრიკო ჭოხონელიძის და გია როინიშვილის განშორებამ წლების წინ მთელი საქართველო აალაპარაკა, თუმცა დიდი ხნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წყვილი შერიგდა. თუმცა ოფიციალურად ამის შესახებ არც გია როინიშვილს უსაუბრია და არც თავად თამრიკო ჭოხონელიძეს.

წყვილს ორი შვილი ჰყავს – ცნობილი მომღერალი მარიამ როინიშვილი და მსახიობი და ტელეწამყვანი კოკო როინიშვილი. ანსამბლ „მზიურში“ თამრიკო ჭოხონელიძემ „იავნანას“, „სემიონოვნას“ და სხვა სიმღერების შესრულებით ყველას დაამახსოვრა თავი. სკოლის დამთავრების შემდეგ ჭოხონელიძემ მუსიკალური კარიერა გააგრძელა. ამჟამად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში წარმატებით საქმიანობს თამრიკო ჭოხონელიძისა და მისი დების მუსიკალური სტუდია.