საქართველოს პრეზიდენტმა რვა მსჯავრდებული შეიწყალა

შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან ან მისთვის დანიშნული სასჯელი შემცირდეს/შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.
Sputnik

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით თავისუფლებააღკვეთილი რვა მსჯავრდებული შეიწყალა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ადმინისტრაციის ცნობით, რვა მსჯავრდებულიდან სამი სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან, ხოლო ხუთ მსჯავრდებულს (მათ შორის ერთ ქალ მსჯავრდებულს) დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 6 მაისს გამოსცა.

პრეზიდენტი საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის საფუძველზე ახორციელებს შეწყალებას ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ; შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ან მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. ასევე სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.