ყვითელი ამბები

„ყველაფერი აქედან დაიწყო“ – მანიკა ასათიანის საოპერო მონაცემები სოცქსელში აიტაცეს – ვიდეო

ყველასთვის ცნობილია, რომ მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი არაჩვეულებრივად მღერის, თუმცა ამ ვიდეოების ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ მოდელს ბოლომდე არ იცნობთ.
Sputnik

ცნობილი მოდელის და ტელეწამყვანის მანიკა ასათიანის და მოდელ რუსა ჩაჩუას სიმღერა გადაღებების დროს სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. ვიდეო უამრავმა ადამიანმა გაიზიარა, მათ შორის მოდელმა და მანიკას მეგობარმა ელენე გოგავამაც, რომელმაც მანიკას სხვა უცნობი ვიდეოც გამოაქვეყნა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“.

მოდელი წერს, რომ მანიკას ეს უჩვეულო საოპერო შესრულება ჯერ კიდევ ესპანეთში, კუნძულ იბიცაზე მოგზაურობისას დაიწყო და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ მღერის მანიკა ერთ-ერთი ღამის კლუბის რიგში, შემდეგ კი მანქანაში.

მანიკა აქტუალობას არ კარგავს. ცოტა ხნის წინ გაამხილა, რომ ვარჯიშით და სწორი კვებით 12 კილოგრამი დაიკლო. მოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურება, ამბობს, რომ პანდემიისას ძალიან მოიმატა და სწორედ ამის გამო დასჭირდა მას ძალების მობილიზება ზედმეტ კილოგრამებთან საბრძოლველად.

მოდელის სავიზიტო ბარათი გამორჩეული გარეგნობაა. წითური თმა, ულამაზესი ღიმილი, თვალ-წარბი, სიმაღლე – მანიკა ასათიანის გარეგნობაში ყველაფერია, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. გარდა ამისა, მისი მეგობრული ოჯახი ბევრისთვის მისაბაძია.

მანიკა – მოდელი, ხოლო მისი მეუღლე ბექა წივწივაძე კალათბურთელია. მანიკა 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი – გიორგი გააჩინა.