ღარიბაშვილი: დავით-გარეჯის საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ჩვენ ძმობას შეეფერება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.
Sputnik
ღარიბაშვილი: დავით-გარეჯის საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ჩვენ ძმობას შეეფერება
„შეხვედრაზე განვიხილეთ დავით-გარეჯის საკითხიც და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენ ძმობას და მეგობრობას შეეფერება. კომისიები გააგრძელებენ მუშაობას ძალიან მალე, კონკრეტულად კი მოგვიანებით გახდება ცნობილი", – ამბობს ღარიბაშვილი.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 440 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.