რუსთავში ცხოვრების პერიოდიდან დაწყებული სახალისო ვიდეოებითა და პატარ-პატარა სკეტჩებით ეკუნა ყანჩაველმა ქართველ საზოგადოებას თავი გააცნო, შეაყვარა და პოპულარულიც მალევე გახდა.
ეკუნა ამერიკაში მოხვედრაზე ოცნებობდა, ვიზის აღებას დიდხანს ელოდა, ერთ-ერთ ზაფხულს კი ცხოვრების რამდენიმეწლიანი უფლება მიიღო, ოცნება აიხდინა და ამერიკაში წავიდა. გოგონა კარგად მღერის, მათ შორის რეპიც შესანიშნავად გამოსდის და მისი კლიპები „იუთუბზეც“ იძებნება.
უკვე თვეებია ეკუნა ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. მომღერალმა წონაში საგრძნობლად დაიკლო და სტილისა და ვიზუალის საოცარი ცვლილება განიცადა. ეკუნამ ცოტა ხნის წინ საზოგადოებას თავისი შეყვარებული გააცნო, თუმცა ბიჭის სახელი და გვარი კვლავ ინკოგნიტოდ დატოვა. ყანჩაველი და მისი რჩეული ერთ წელზე მეტია ერთად არიან.
როგორც კომენტარებში წერენ, ეკუნას შეყვარებული წარმოშობით არაბია, თავად მომღერალი ბიჭის ვინაობასა და წარმოშობაზე ჯერ არ საუბრობს.
„მგონი ძაან გაგიბანძდა კონტენტიც და ყველაფერი“, – უწერენ ეკუნას კომენტარებში, რაზეც გოგონა პასუხობს, რომ დიდ პროექტზე მუშაობს და მალე მუსიკაში დაბრუნებას აპირებს.
ფაქტია, ეკუნა სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურია და თავისი საინტერესო ცხოვრების დეტალებს თითქმის ყოველდღიურად აქვეყნებს. „ინსტაგრამიდან“ ჩანს, რომ მომღერალი საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს.