ინფექციის გავრცელების მკვეთრი ზრდისთვის ინდოეთის ჯანდაცვის სისტემა მზად არ აღმოჩნდა. საავადმყოფოებში ადგილები არ არის მძიმე პაციენტებისათვისაც კი, ქვეყანაში სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტია. ბოლო დღეებში ინფიცირების ყოველდღიურმა რაოდენობამ 400 ათასამდე მიაღწია.
პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში 20 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ამ მაჩვენებლით ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს (აშშ-ის შემდეგ). დღეისათვის დაღუპულთა რაოდენობამ 222 ათასს გადააჭარბა – ამ მონაცემებში შედის გარდაცვალება იმ დაავადებების გამო, რომლებიც კორონავირუსმა გამოიწვია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რეალური რიცხვები კიდევ უფრო მაღალია, რადგან პატარა ქალაქებსა და სოფლებში ინფიცირებულებისა და დაღუპულების შესახებ მონაცემები საერთო სტატისტიკაში არ შედის.