მართალია, ჩვენ დროში საგზაო მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიებს ეყრდნობა, მაგრამ თბილისის ისტორიული რაიონების უმეტესობისთვის, მათი რელიეფის გათვალისწინებით, ქვაფენილიან გზებს დღესაც გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს.
საქმე ისაა, რომ წვიმის დროს ფერდობებიდან დაშვებული წყლის ნაკადები ქვაფენილს ბევრად ნაკლებად რეცხავს, ვიდრე ასფალტსა თუ ბეტონს. ამას ემატება ისიც, რომ ქვაფენილი პრაქტიკულად არ ცვდება, ხოლო „დაჯდომის“ შემთხვევაში მარტივად შეიძლება მისი ხელახლა დაგება.
მართალია, უახლესი კომპოზიტური მასალების ფონზე ქვების ხელით დამუშავება შესაძლოა გონივრული არ იყოს, მაგრამ თბილისის შემთხვევაში ეს ერთგვარი რარიტეტია – ანტიკვარიატის ანალოგიური.