პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში – ვიდეო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანშია. ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ილჰამ ალიევთან უკვე დასრულებულია. აუდიენციის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა. ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა.
Sputnik

დღესვე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან. ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირისპირ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან.