ახალციხეში 89 წლის ქალზე ოჯახის წევრებმა იძალადეს

დაზარალებულის განმარტებით, მასზე რძალმა და ორმა შვილიშვილმა იძალადეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. ახალციხის მუნიციპალიტეტში ასაკოვანი ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ტელეკომპანია Rustavi 2-ის მონაცემებით, მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შშმ პირის ან ორსული ქალის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

დაზარალებულის განმარტებით, მასზე რძალმა და ორმა შვილიშვილმა იძალადეს. 89 წლის ქალის თქმით, ძალადობის შემთხვევა პირველი არ ყოფილა.

ასაკოვანი ქალი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ექიმის განმარტებით, პაციენტს სახესა და სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ქალი დროებით ნათესავმა შეიფარა.