ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 7 მაისს

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს პარასკევს ღრუბლიანი ამინდი ელოდებათ, დღისით ჰაერი 21 გრადუსამდე გათბება.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 7 მაისს ღრუბლიან ამინდს და ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ.

მზე 05:50 საათზე ამოვა და 20:04 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 10 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი 21 გრადუსია მოსალოდნელი.