ქრისტინე იმედაძე ტელეეთერის საშუალებით საზოგადოებას მადის დაქვეითების თაობაზე საჭირო რჩევებს აძლევს.
ესთეტიკური ცენტრების ხშირი სტუმარია, ისევე, როგორც თანამედროვე ეპოქის ქალბატონების უმეტესობა. თუმცა, როგორც ქრისტინე აღნიშნავს, პლასტიკური ოპერაცია არასდროს გაუკეთებია. ის მამაკაცებს ტანწერწეტობითა და პოზიტიური ხასიათით ხიბლავს, ამბობს, რომ დამატებითი ქირურგიული ჩარევები არ ესაჭიროება. ის საკუთარ ქმედებებზე „ინსტა-ლაივებსა“ და სხვადასხვა გადაცემებში გულახდილად საუბრობს.
მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის პირად ცხოვრებას ადამიანები ინტენსიურად განიხილავენ. იმედაძე რამდენიმე სკანდალით არის ცნობილი, მის გათხოვებასა და დაშორებაზე დღემდე საუბრობენ. ყოფილმა ბალერინამ მომღერლობა ისურვა, შემდეგ ტელეეკრანებზეც გადაინაცვლა, ახლა კი დიზაინერობას წარმატებით მიჰყო ხელი. საკუთარი ძალებით დიზაინერული სახლი „სამი“ დააფუძნა და ქალბატონებისთვის გემოვნებიან ტანისამოსს ქმნის. ხელოვნებისადმი სიყვარული მას დედამ ჩაუნერგა, რომლის ასლია.