საქართველოში მიწისძვრა მოხდა

3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაბა ჯავასთან დღეს, დილით მოხდა. ინფორმაცია დაზიანებების შესახებ არ ვრცელდება.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოში 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჯავასთან მდებარეობდა. ბიძგები თბილისის დროით 09:36 საათზე დაფიქსირდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.