ყვითელი ამბები

„მადლობა, ლევან...“ – მერაბ სეფაშვილმა კორონავირუსი დაამარცხა

მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა კორონავირუსი დაამარცხა და ცნობილ ექიმთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკიდან რამდენიმე დღის წინ გაეწერა. ამის შესახებ მან „პრაიმტაიმს“ განუცხადა.

„10 დღის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გავდიოდი მკურნალობის კურსს, ვირუსი მეტ-ნაკლებად მსუბუქად გადავიტანე“, – ამბობს მომღერალი.

სეფაშვილმა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორთან ლევან რატიანთან გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„მადლობა მინდა ვუთხრა ამ ადამიანს და მთელ მის გუნდს, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის ყოველი ადამიანის გადასარჩენად, ვინც სნეულდება​ ამ ვირუსით. სიტყვებით ვერ გამოხატავ, თუ რამხელა სიკეთეს აკეთებს ეს ხალხი თავისივე ჯანმრთელობის ხარჯზე. ამას ჰქვია ნამდვილი პროფესიონალთა გუნდი, მადლობა, ლევან“, – დაწერა მერაბ სეფაშვილმა.