ინდონეზიაში ვულკანი სინაბუნგი ამოიფრქვა – ფოტო

Sputnik

სინაბუნგი მოქმედი სტრატოვულკანია კუნძულ სუმატრის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქი მედანიდან სამხრეთ-დასავლეთით 60 კილომეტრში.

ვულკანი მიძინებულად მიიჩნეოდა 2010 წლის 29 აგვისტომდე, მანამდე ის 400 წლის განმავლობაში არააქტიური იყო. 2010 წლის ამოფრქვევისას ვულკანური ფერფლის კვამლის სიმაღლემ 1,5 კილომეტრს გადააჭარბა. ამოფრქვევამ დაახლოებით 12 ათასი მოსახლე იძულებული გახადა დაეტოვებინა სახლი.

ბოლო ამოფრქვევა 2021 წლის 2 მარტს დაფიქსირდა. მაშინ ფერფლის კვამლმა 5 ათასი მეტრის სიმაღლეს მიაღწია.

1 / 8
კუნძულ სუმატრაზე ვულკანი სინაბუნგი გააქტიურდა
2 / 8
ბოლი საკმაოდ შორიდანაც შეიმჩნეოდა
3 / 8
ვულკანის აქტიურობამ ბოლო კვირებში იმატა
4 / 8
არავინ დაშავებულა, თუმცა ხელისუფლებამ მოსახლეობას კრატერიდან მინიმუმ 3 კმ დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა
5 / 8
ვულკანი სინაბუნგი 2010 წლამდე მიძინებულად მიიჩნეოდა
6 / 8
მანამდე ის 400 წლის განმავლობაში არააქტიური იყო
7 / 8
მაშინ ცეცხლის ალი და ბოლი 1,5 კილომეტრის სიმაღლეს აჭარბებდა. ამოფრქვევამ დაახლოებით 12 ათასი მოსახლე იძულებული გახადა დაეტოვებინა სახლი
8 / 8
ბოლო ამოფრქვევისას ალმა 5 ათასი მეტრის სიმაღლეს მიაღწია