რას ამბობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე ჩინურ ვაქცინაზე

ცნობილმა ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ  ჩინური ვაქცინა Sinopharma-ს წარმოების ტექნოლოგიაზე და ადამიანის ორგანიზმზე მის ზემოქმედებაზე ისაუბრა.
Sputnik

 

რას ამბობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე ჩინურ ვაქცინაზე
„ეს არის ვაქცინა, რომელიც დამზადებულია ტრადიციული მეთოდით, რაც კორონავირუსის ქიმიური გზით დამუშავებას გულისხმობს. იყენებენ პროპიოლაქტონს, რომელიც ვირუსს უკარგავს გამრავლების უნარს, მაგრამ უნარჩუნებს ყველა თვისებას, რათა  ჩვენმა იმუნურმა სისტემამ მოახერხოს მისი ამოცნობა და  მის წინააღმდეგ ანტისხეულების წარმოქმნა. ეს იმითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შემდეგში ამ ვირუსის მუტაცია რომც მოხდეს, ჩვენს იმუნურ სისტემას მაინც ექნება იმ რაოდენობით სხვადასხვა სახის ანტისხეული, რომ მოახერხოს იმ განსხავებული ფორმების დამარცხებაც“- განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით მოქალაქეების აცრის პროცესი დღეიდან დაიწყო.
ქვეყანამ  ამ ჩინური ვაქცინის 100 ათასი დოზა უკვე მიიღო და დამატებით 500 ათას დოზას ივნის-ივლისში ელოდება.