თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (31-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) დაასრულა გამოსვლა „მასტერსის“ სერიის მადრიდის ტურნირზე.
ბასილაშვილმა პირველივე წრეში ორ პარტიაში (4:6, 5:7) წააგო ფრანგ ბენუა პერთან (35). მატჩი 1 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა.
ბასილაშვილმა ტურნირზე გამოსვლით 25 სარეიტინგო ქულა და 15 ათასი ევრო გამოიმუშავა.
გასულ უქმეებზე ქართველმა ჩოგბურთელმა მიუნხენში თავის კარიერაში მეხუთე ტურნირი მოიგო АТР-ს სერიიდან.
რაც შეეხება „მასტერსს“ მადრიდში, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 3.226 ათასი ევრო. მოქმედი გამარჯვებულია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.