ყვითელი ამბები

„მოწევას და ყნოსვას გადაყოლილი...“ - თეონა კონტრიძის და მაია დარსმელიძის დაპირისპირება

წლების წინ დაწყებული დაპირისპირება ორ ცნობილ მომღერალს შორის, დღემდე გრძელდება. ნახეთ რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მაია დარსმელიძე და თეონა კონტრიძე
Sputnik

მაია დარსმე­ლი­ძე­სა და თე­ო­ნა კონ­ტრი­ძეს შო­რის წლე­ბის წინ და­წყე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა ისევ გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად მა­ი­ას გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა თე­ო­ნა კონ­ტრი­ძის „მთა­ვარ არხზე“ სტუმ­რო­ბას მოჰ­ყვა, სადაც გადაცემაში „შენი დილა“ კონ­ტრი­ძემ ბევრ თე­მა­ზე ისა­უბ­რა, მათ შო­რის იმ ქარ­თვე­ლებ­ზეც, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც რუ­სეთ­ში წა­ვიდ­ნენ კა­რი­ე­რის გა­სა­კე­თებ­ლად და იქ თავი ვერ და­იმ­კვიდ­რეს.

„ჩემ­თან ერ­თად ბევ­რი ადა­მი­ა­ნი წა­მო­ვი­და მოს­კოვ­ში 90-ია­ნებ­ში. ვინც ვერ გა­იღ­ვი­ძა, ცოტა მეტი მო­წია ვიდ­რე სა­ჭი­რო იყო, დაყ­ნო­სა და შეხ­ვედ­რა­ზე ვე­ღარ მი­ვი­და, ყვე­ლამ თა­ვი­სი შემ­დგა­რო­ბა შე­ნიღ­ბა პატ­რი­ო­ტო­ბი­თა და პატ­რი­ო­ტიზ­მით. ყვე­ლა მი­ნა­ხი­ხართ, გიც­ნობთ...“, - თქვა თე­ო­ნამ.

ამ თე­მა­ზე მა­ი­ა­სა და თე­ო­ნას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა ჯერ კი­დევ ორი წლის წინ მოხ­და, რო­დე­საც კონ­ტრი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა „თენ­დე­ბა“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ჰიმ­ნი იყო.

მა­შინ მაია დარსმე­ლი­ძე თე­ო­ნას სტა­ტუსს გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რის შემდეგაც როგორც აღმოჩნდა თეონა კონტრიძემ მაიას ბოდიში მოუხადა, რასაც დარსმელიძის რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებული „სქრინიც“ მოწმობს.

„შარ­შან, რო­დე­საც სა­ხალ­ხოდ მე­ტი­პე­ბო­დი, სა­ხალ­ხოდ სა­ო­ცა­რი სი­ტყვე­ბით მამ­კობ­დი და მერე არა­სა­ხალ­ხოდ და კუ­და­მო­ძუ­ე­ბუ­ლად, „ინ­ბოქსში“ აი, ეს სა­წყა­ლი ბო­დი­ში მომ­წე­რე - და­გინ­დე და არ გა­მო­გ­ფი­ნე იმი­ტომ, რომ გა­პა­ტიე და გა­გა­ტა­რე. რა არ გას­ვე­ნებს? შენ­ზე ბევ­რად ნი­ჭი­ე­რი კი ვარ, მარა ხომ გა­გი­მარ­თლა ჩემ­ზე მე­ტად და ხომ „შე­დე­ქი” ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით შენი „კა­რი­ე­რით”, რას ვერ ინე­ლებ? ჩემს არ­სე­ბო­ბას?“,- ამ სი­ტყვე­ბით მაია დარსმე­ლი­ძემ თე­ო­ნა კონ­ტრი­ძეს მი­მარ­თა და ორი წლის წინ მი­წე­რი­ლი სა­ბო­დი­შო ტექ­სტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.