ყვითელი ამბები

ნინი ბადურაშვილის უმცროსი და 22 წლის გახდა -ნახეთ სად აღნიშნა ქეთო თოფურიძემ დაბადების დღე

ქეთო თოფურიძე ცნობილი ოჯახის შვილია და პოპულარობა და ხალხის სიყვარული, მისი ოჯახის წევრების მსგავსად, არც თავად აკლია, თუმცა, ქეთომ მათგან განსხვავებული პროფესია აირჩია და უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია.
Sputnik

ნინი ბადურაშვილის დამ ქეთო თოფურიძემ 22 წლის იუბილე საზღვარგარეთ, თურქეთის ქალაქ სტამბოლში აღნიშნა. ქეთო მეგობრებთან ერთად დაბადების დღე მხიარულად აღნიშნა.

ქეთოს დაბადების დღეზე წითელი, კლასიკური კაბა ეცვა და ძალიან დახვეწილად გამოიყურებოდა. „22, თავს კარგად ვგრძნობ“, - დაწერა ქეთომ საკუთარი ფოტოების გამოქვეყნებისას.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, დაბადების დღეს ქეთოს ოჯახის წევრები არ ესწრებოდნენ. მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა „ინსტაგრამზე“ „სთორები“ მცხეთის აგარაკიდან დადო, სადაც ოჯახი აღდგომის დღესასწაულს ერთად აღნიშნავს.