სომხეთის პარლამენტმა ფაშინიანი პრემიერად აღარ აირჩია

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის კანდიდატურისთვის კენჭისყრა წინასწარ შეთანხმებული სცენარით ჩატარდა
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანი აღარ აირჩია ქვეყნის პრემიერ−მინისტრად, იუწყება Sputnik სომხეთი.

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა გადადგომის შესახებ განაცხადა

გავრცელებული ინფორმაციით, ფაშინიანის წინააღმდეგ, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო პრემიერ−მინისტრი პოსტზე, სამმა დეპუტატმა მისცა ხმა, 75−მა თავი შეიკავა, ხოლო ერთი თანახმა იყო.

ირკვევა, რომ კენჭისყრა შეთანხმებული სცენარით ჩატარდა: ფაშინიანს ახლა პრემიერად არ ირჩევენ, ერთი კვირის შემდეგ კი, განმეორებით კენჭისყრაზე, პარლამენტი დაიშლება და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.

პარლამენტის დათხოვნის შემდეგ პრეზიდენტი ოფიციალურად გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნების თარიღს, რომლის თაობაზეც მანამდე შეთანხმდნენ სომხეთის ხელისუფლება და საპარლამენტო ოპოზიცია. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა დღეს, თუ ოპოზიცია შეთანხმებას დაარღვევდა და სხვა კანდიდატურას წამოაყენებდა, მაშინ პარტია „ჩემი ნაბიჯი“ მაშინვე აირჩევდა მას პრემიერად და რიგგარეშე არჩევნების საკითხი დაიხურებოდა.