ტელეწამყვანმა ირაკლი მაქაცარიამ და მისმა რჩეულმა ლიზა ჩაჩუამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ერთად აღნიშნეს. ორივე მათგანმა საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალობით მიულოცა აღდგომა და ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნეს.
როგორც ფოტოებიდან ირკვევა, წყვილმა დრო ოჯახურ გარემოში გაატარა - ირაკლის დასთან, სიძესთან და დისშვილთან ერთად.
ირაკლისა და ლიზას ფოტოებს ფოტოებს უამრავი დადებითი კომენტარი მოჰყვა - „როგორ უხდებით ერთმანეთს“, „საუკეთესო წყვილი ხართ“, „თვალს და გულს უხარია თქვენი დანახვა“, - აღნიშნავენ კომენტარებში მათი გულშემატკივრები.
უამრავი ქართველი თუ უკრაინელი ქალბატონის სასურველი მამაკაცის გული დაიპყრეს. ირაკლი მაქაცარიამ ფავორიტ ქალბატონთან ერთად პირველი ფოტო რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. საჯარო პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. უახლეს ფოტოკადრს ტელესახემ თბილი წარწერაც დაურთო. „ჩემი ცხოვრების სიყვარული“ - ამ ემოციური სიტყვებით იწყება წყვილის სასიყვარულო ისტორია. ირაკლი მაქაცარია მეორე ნახევარს აღარ მალავს.
ქალბატონის ვინაობა უკვე ცნობილია. ლიზა ჩიჩუა განთქმული ოფთალმოლოგისა და ენდოკრინოლოგის შვილია. მისი მამა გიორგი ჩიჩუაა, ხოლო დედა - ქეთევან ასათიანი. გოგონა 19 წლისაა. წყვილს შორის 15-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ირაკლის ოფიციალურ გვერდზე ასეთი რეიტინგული პოსტი ჯერ არ გამოუქვეყნებია. კომენტარებში კომპლიმენტები და მილოცვები არ წყდება.