წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა: სასწაული იერუსალიმში - ფოტო

Sputnik

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III-მ ცეცხლი ბერძნული ეკლესიისა და სხვა მართლმადიდებლური კონფესიების წარმომადგენლებს გადასცა.

სიწმინდე 11-მა ქვეყანამ მიიღო: კვიპრისმა, ბულგარეთმა, ბელარუსმა, მოლდოვამ, უკრაინამ, რუმინეთმა, საბერძნეთმა, საქართველომ, პოლონეთმა, ყაზახეთმა და რუსეთმა.

ცეცხლი ლიტანიობას ინთება. პატრიარქი სამჯერ უვლის მაცხოვრის საფლავს, შემდეგ შედის კუვუკლიაში და იწყებს ლოცვას. პანდემიის გამო წელს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას მხოლოდ ვაქცინირებული მლოცველები ესწრებოდნენ.

მას შემდეგ, რაც წმინდა ცეცხლი საქართველოში ჩამოვიდა, ის საპატრიარქოში მიიტანეს, საიდანაც ქვეყნის სხვადასხვა ეკლესიებში გაავრცელეს.

კუვუკლიიდან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა გამოხატავს საფლავიდან გადმოსულ „ნათელ ჭეშმარიტს“, რაც ქრისტეს აღდგომას ნიშნავს.

1 / 12
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა - სასწაული, რომელიც იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ყოველ წელს ხდება
2 / 12
ცეცხლი ინთება ლიტანიობის დროს
3 / 12
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის შემდეგ ის იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს III-მ ბერძნული ეკლესიის მსახურებსა და სხვა მართლმადიდებლური კონფესიების წარმომადგენლებს გადასცა
4 / 12
პანდემიის გამო წელს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას მხოლოდ ვაქცინირებული მლოცველები ესწრებოდნენ
5 / 12
ცეცხლი ლიტანიობას ინთება. პატრიარქი სამჯერ უვლის მაცხოვრის საფლავს, შემდეგ შედის კუვუკლიაში და იწყებს ლოცვას
6 / 12
წმინდა ცეცხლი ქრისტეს სასწაულებრივ აღდგომაზე მეტყველებს
7 / 12
ამ მოვლენას „წმინდა ცეცხლის სასწაულებრივ გარდამოსვლას“ უწოდებენ
8 / 12
სიწმინდე 11-მა ქვეყანამ მიიღო: კვიპრისმა, ბულგარეთმა, ბელარუსმა, მოლდოვამ, უკრაინამ, რუმინეთმა, საბერძნეთმა, საქართველომ, პოლონეთმა, ყაზახეთმა და რუსეთმა
9 / 12
მიუხედავად პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლსა 2,5 ათასი მორწმუნე ესწრებოდა
10 / 12
მას შემდეგ, რაც წმინდა ცეცხლი საქართველოში ჩამოვიდა, ის საპატრიარქოში მიიტანეს, საიდანაც ქვეყნის სხვადასხვა ეკლესიებში გაავრცელეს
11 / 12
გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც კორონავირუსის პანდემია პიკში იყო, მაცხოვრის საფლავთან მორწმუნეები იმყოფებოდნენ
12 / 12
თუმცა ეს მხოლოდ ადგილობრივებისთვის იყო შესაძლებელი. ესრაელი უცხოელ მოქალაქეების მიღებას მაისის შუიდან დაიწყებს