თბილისის, 1 მაისი - Sputnik. საქართველოში ისრაელიდან სპეცრეისით წმიდა ცეცხლი ჩამოაბრძანეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ცეცხლს საქართველოს საპატრიარქოში მიიტანენ, საიდანაც მას მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაანაწილებენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო წელს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სასწაულის ხილვა მხოლოდ აცრილ მომლოცველებს შეეძლოთ.
ღვთიური ცეცხლი ქრისტეს ნათელი აღდგომის სიმბოლოა, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ პეტრე მოციქული ამბობდა და მორწმუნეთათვის წმინდათა წმინდაა. მართლმადიდებლური აღდგომის წინ მართლმადიდებელი პატრიარქის, სამღვდელოებისა და ათასობით მორწმუნეს ლოცვის შემდეგ ცეცხლის გარდამოსვლას „ღვთიური ცეცხლის სასწაულებრივ გარდამოსვლას“ უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგულარულად ხდება.