საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით 19 კმილომეტრში, სოფელ მამიშლართან მდებარეოდა. მიწისქვეშა ბიძგები 19:45 საათზე 8 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი – Sputnik. წალკასთან 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისძვრის ეპიცენტრი წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით 19 კმილომეტრში, სოფელ მამიშლართან მდებარეოდა. მიწისქვეშა ბიძგები 19:45 საათზე 8 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.