ცომისთვის საფუარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 160 გრამი რძე,
 - 15 გრამი ფხვიერი საფუარი,
 - 200 გრამი ფქვილი.
 
მოზილეთ ამ ინგრედიენტებით ცომი და დადგით 45 წუთით ოთახის ტემპერატურაზე ასაფუებლად.
პასკის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 500 გრამი ფქვილი,
 - 500 გრამი შაქარი,
 - 2 ჩ/კ მარილი,
 - 1 ლიმონის ცედრა,
 - 6 ცალი მთლიანი კვერცხი,
 - 4 ცალი კვერცხის გული,
 - 200 გრამი დარბილებული კარაქი,
 - 200 გრამი ქიშმიში,
 - ¼ ჩ/კ ჯავზი (მუსკატის კაკალი),
 - ½ ჩ/კ ილი (კარდამონი).
 
მოზილეთ ცომი ფქვილით, მარილით, შაქრით, ლიმონის ცედრით. ნელ-ნელა დაამატეთ კვერცხი (ოთახის ტემპერატურის). შემდეგ მასაში ჩაუშვით ცომის ხაში მთლიანად. თქვიფეთ 2 წუთი, რომ გლუტენი განვითარდეს და ცომი იყოს წელვადი. დაამატეთ დარბილებული კარაქი, ქიშმიში, ჯავზი და ილი და დადგით თბილ ადგილზე 30 წუთი. აფუებული ცომი მოათავსეთ ფორმებში ისე, რომ შეავსოს ფორმის 1/3. დადგით ასაფუებლად 2 საათის მანძილზე, შედგით გახურებულ ღუმელში, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და ნიგოზი სურვილისამებრ.
გემრიელად მიირთვით!