გამომშვიდობება კახი კავსაძესთან: საქართველომ ლეგენდარული მსახიობი დაკრძალა

საქართველომ ბოლო გზაზე გააცილა კინოსა და თეატრის ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე. სახელგანთქმული არტისტი საბურთალოს სასაფალოზე დაკრძალეს მეუღლის, მსახიობ ბელა მირიანაშვილის გვერდით. იხილეთ ვიდეო, როგორ დაემშვიდობა საქართველო ლეგენდას
Sputnik

85 წლის კახი კავსაძე 27 აპრილს გარდაიცვალა კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო, რომლითაც ის 2020 წლის ბოლოს იყო ავად. ამ ხნის განმავლობაში ექიმები ამაოდ იბრძოდნენ მსახიობისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

კახი კავსაძესთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი მივიდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც ის ათობით წლის განმავლობაში მსახურობდა. მათ შორის იყვნენ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებიც, პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწეები. 

მსახიობის დაკრძალვის ყველა ხარჯი სახელმწიფომ გაიღო.