კანადამ Johnson&Johnson-ის ვაქცინის გამოყენება შეაჩერა

პრეპარატის გამოყენებაც დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანადის ჯანდაცვის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ის შეესაბამებიან მაღალ სტანდარტებს ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის კუთხით, აცხადებენ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. კანადა დროებით არ გამოიყენებს კომპანია Johnson&Johnson-ის შვილობილი Janssen-ის წარმოების ვაქცინის პირველ პარტიას იმ საფრთხეების გამო, რასაც უკავშირებენ ვაქცინის ხარისხს აშშ-ში პრეპარატის მწარმოებელი საწარმოების დახურვის გამო, იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო. ამის შესახებ წერს РИА Новости.

მანამდე აშშ-ის საკვები პროდუქტების და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამმართველომ (FDA) განაცხადა, რომ აღმოაჩინა კომპანია Johnson&Johnson-ის იმ ვაქცინების მასობრივი დაბინძურების შემთხვევები, რომლებიც წარმოებულია ბალტიმორის შტატში, ბიოტექნოლოგიური კომპანია Emergent BioSolutions-ის ქარხანაში. ამის შედეგად კომპლექსის მუშაობა შეაჩერეს.

ტიკარაძე: Johnson&Johnson-ის და Moderna-ს მწარმოებლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

კანადის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საწარმო Emergent-ზე წარმოებული სამკურნალო ნივთიერება Janssen-ის ვაქცინის დამზადებისთვის გამოიყენებოდა. სამკურნალო ნივთიერებას ჯერ უნდა გაევლო დამუშავება და შემდეგ უკვე ის იქცეოდა ვაქცინად. ამასთან საბოლოო პროდუქტი - Janssen-ის ვაქცინები - იწარმოებოდა სხვა ქარხანაში, რომელიც აშშ-ის ფარგლებს გარეთ მდებარეობს. ტელეარხ CBC-ის მონაცემებით, კანადამ 28 აპრილს პრეპარატის 300 ათასი დოზა მიიღო.

„როგორც კანადაში იმპორტირებული ყველა ვაქცინის, Janssen-ის პრეპარატების გამოყენებაც დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანადის ჯანდაცვის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ისინი შეესაბამებიან მაღალ სტანდარტებს ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის კუთხით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ Janssen-სა და FDA-სთან ერთად მუშაობს ყველა იმ ინფორმაციის მოპოვებაზე, რომელიც საჭიროა შეფასების დასრულებისთვის, სანამ ქვეყნის მასშტაბით ვაქცინის გავრცელების ნებართვას გასცემს.

ადრე აშშ-ის სამედიცინო რეგულატორებმა (FDA და CDC) მოხსნეს ყველა შეზღუდვა Johnson&Johnson-ის ვაქცინის გამოყენებაზე. ორივე რეგულატორი მიიჩნევს, რომ ვაქცინის გამოყენება უნდა გაგრძელდეს და დარწმუნებულია, რომ ის უსაფრთხო და ეფექტიანია.