რომში პიცების კონკურსში ქართველმა ემიგრანტმა გაიმარჯვა – ფოტოები

ქართველების კიდევ ერთი წარმატება – ნახეთ ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელმაც რომში პიცის გამოცხობის შეჯიბრში ყველას აჯობა.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. იტალიაში პიცების კონკურსში ქართველმა ემიგრანტმა ვალერი სახიაშვილმა  გაიმარჯვა. ინფორმაციას ემიგრანტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ცნობილი ხდება, რომ მან პრესტიჟულ კონკურსში იტალიელები დაამარცხა და პირველი ადგილი მოიპოვა.

მოგეხსენებათ, პიცა იტალიური, კერძოდ, ნეაპოლიტანური სამზარეულოს ნაწილს წარმოადგენს, რომელმაც დღესდღეობით სხვადასხვა კულტურებში ფართო გავრცელება ჰპოვა.

როგორც ცნობილია, ძველი ბერძნები პურს სხვადასხვა დანამატით, მათ შორის, ზეთისხილით, მწვანილით და ყველით აცხობდნენ. ძველ რომშიც ცნობილი იყო პური პლაცენტა, რომელიც ასევე ყველით კეთდებოდა. თანამედროვე პიცა ნეაპოლში წარმოიშვა.