ყვითელი ამბები

ქეთა თოფურია ზღაპრულ ადგილზე ისვენებს – ვიდეო ულამაზესი კუნძულიდან

ყველასთვის ცნობილია, რომ პოპულარულ მომღერალს მზიანი სანაპიროები ძალიან ხიბლავს. როგორც ჩანს, ქეთა შვებულებაშია.
Sputnik

მას შემდეგ, რაც მომღერალ ქეთა თოფურიასა და ბიზნესმენ ლევ დენგოვის წყვილი პაპარაცებმა დეკემბერში დუბაის სანაპიროზე დააფიქსირეს, მალევე ფარდა აეხადა საიდუმლოს, რომ მომღერალი ორსულად იყო და იანვარში ქვეყანას ვაჟიც მოავლინა.

როგორც ჩანს, მომღერალმა შვებულების გატარება კვლავ მზიან სანაპიროზე ამჯობინა და სოციალურ ქსელში ფოტოები და ვიდეოები განათავსა, სადაც ოკეანე და კუნძულის კონტურები ჩანს, თავად კი იახტით ნაპირს უახლოვდება.

მომღერალი ქეთა თოფურია და მისი რჩეული ლევ დენგოვი უკვე რა ხანია, როგორც წყვილი, ყურადღების ცენტრში არიან. ქეთა მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ ფორმაში მალევე ჩადგა. ის ჩვეულ დახვეწილ სტილს არ ღალატობს. ქეთა და მისი რჩეული ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად არ აქვეყნებენ.

წყვილმა გასული წლის მიწურულს იქორწინა. პანდემიის გამო მომღერალმა მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, სადაც სტუმრები მხოლოდ ერთი მაგიდის ირგვლივ შეიკრიბნენ. გამორჩეულ ადამიანებს შორის მოხვდნენ ქეთას უახლოესი მეგობრები, რუსეთში მცხოვრები დიზაინერი არტურ არუთინოვი, ფოტომოდელი მიმი შელია, ასევე დიზაინერი ლიკა ალადაშვილი, ქეთას დედა და ქეთას ბავშვობის მეგობარი ნუცა ბერიძე, რომელიც ასევე რუსეთში მოღვაწეობს.