ლევან იოსელიანი: საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ველოდებით OSCE/ODIHR-ის დასკვნას

პარტია „მოქალაქეების“ გენერალური მდივანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი საარჩევნო სისტემის რეფორმაზე საუბრობს.
Sputnik
ლევან იოსელიანი: საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ველოდებით OSCE/ODIHR-ის დასკვნას
„მიუხედავად იმისა, რომ გვეწერა, 1 მაისამდე უნდა იყოს მიღებული ცვლილებები, შევთანხმდით, რომ ვადები გადავწიოთ და დანარჩენ ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორთან ერთად განვიხილოთ და, რაც მთავარია, ველოდებით OSCE/ODIHR-ის დასკვნას, და ის შენიშვნები რაც მოვა, იყოს უფრო ფართო განხილვის საგანი. განხილვების პერიოდში დავაზუსტებთ იმ ნაწილს, რაც მნიშვნელოვანია დანარჩენი ოპოზიციისთვის, ეს არის ცესკოს დაკომპლექტების წესში პატარა ცვლილებები, რაც მათთვის არის საინტერესო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

"ქართულ ოცნებასა" და პარტია "მოქალაქეების" მიერ შემუშავებულ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე OSCE/ODIHR-ის დასკვნას დღეს ელოდებიან. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი დეტალი, რის შემდგომაც კანონმდებლები კანონპროექტის განხილვას მათი რეკომენდაციების საფუძველზე დაიწყებენ.