თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. აშშ–ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯერი კონოლი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.
„ვულოცავ კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას. მოველი მისი ხელმძღვანელობით ევროკავშირის მედიაციით მომზადებული შეთანხმების სრულად განხორციელებას და ნათელ მომავალს ქართველი ხალხისთვის",- დაწერა კონგრესმენმა Twitter-ის გვერდზე.
კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე 27 აპრილს აირჩიეს.
მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძის გადადგომის შემდეგ წარადგინა. თავად თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერის პოსტი დაიკავა.