თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ისრაელში რელიგიურ დღესასწაულზე მომხდარი ტრაგედიის ამსახველი კადრები ინტერნეტით ვრცელდება.
მერონის მთაზე, სადაც რაბინ შიმონ ბარ-იოჰაის საფლავი მდებარეობს, ლაგ-ბარ-ომერის დღესასწაულზე 100 ათასამდე მორწმუნე შეიკრიბა. ეს პირველი მასობრივი ღონისძიება იყო კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ. ჭყლეტვის შედეგად 44 კაცი დაიღუპა და 150 დაშავდა. უბედურების ადგილიდან ცხედრების გამოსატანად ხელისუფლებამ არმია გამოიყენა.
გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ჩანს, როგორ მოძრაობს მორწმუნეთა ნაკადი ვიწრო გასასვლელში, რის შემდეგაც ტრიბუნა ჩამოიშალა.