როგორი ამინდია მოსალოდნელი აღდგომის დღეებში საქართველოში

დედაქალაქში 2 და 3 მაისს თბილ ამინდს ელოდებიან, საქართველოს ცალკეულ რეგიონებში კი, მიუხედავად წვიმისა, ჰაერის დათბობას პროგნოზირებენ.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. სინოპტიკოსები 1 მაისს თბილისში, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა პლუს 18-23 გრადუსი იქნება.

როგორი ამინდი იქნება თბილისში აღდგომას, 2 მაისს

თბილისში 2 და 3 მაისს დღის განმავლობაში არ იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 24-26 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 2-3 მაისს თბილი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი 25-30 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში იწვიმებს, თუმცა ჰაერის ტემპერატურა ამ შემთხვევაშიც 22-27 გრადუსამდე დათბება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.