როგორი ამინდი იქნება თბილისში აღდგომას, 2 მაისს

სინოპტიკოსები დედაქალაქში კვირას, 2 მაისს, აღდგომის დღესასწაულზე უპირატესად მოღრუბლულ ამინდს პროგნოზირებენ.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. თბილისში კვირას, 2 მაისს ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი და სუსტი წვიმაა მოსალოდნელი.

ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება პლუს 13, ხოლო დღისით 22 გრადუსამდე დათბება.

მზე ადგილობრივი დროით 05:56 საათზე ამოვა და 19:59 საათზე ჩავა.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.