2021 წელს საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა

15-დან 64 წლამდე შრომისუნარიანი მოსახლეობა ქვეყნის მოსახლეობის 64,2%-ს შეადგენს, 65 წელს ზემოთ მოსახლეობის რაოდენობა კი 15,2%-ია.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3.728.600 ადამიანს შეადგენს, რაც 0,3%-ით ნაკლებია 2020 წლის 1 იანვრის მონაცემებთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

აბორტებმა იკლო, მაგრამ შობადობა არ გაზრდილა: „საქსტატის“ მონაცემები

„საქსტატის“ ცნობით, მოსახლეობის შემცირების მიზეზია მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება (-0,4) და მაღალი მიგრაციული სალდო (15.732).

ამავე დროს, 2020 წელს ემიგრანტების რაოდენობა 29,3%-ით შემცირდა და 74.264 შეადგინა, მიგრანტების რაოდენობა კი 7,1%-ით შემცირდა და 89.996 ადამიანი შეადგინა.

საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან 1.796.200 მამაკაცი, ხოლო 1.932.400 ქალია. ამასთან, მამაკაცების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში 0,3%-ით გაიზარდა.

არსებული მონაცემებით, შრომისუნარიანი მოსახლეობა (15-დან 64 წლამდე) ქვეყნის მოსახლეობის 64,2%-ს შეადგენს. 14 წლამდე მოსახლეობა 20,5%-ია, 65 წელს ზემოთ მოსახლეობის რაოდენობა კი მთლიანი მოსახლეობის 15,2%-ს შეადგენს.

მოსახლეობის 59,4% ქალაქებში ცხოვრობს, დანარჩენი – სოფლებში, თბილისში კი მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედია. 

2021 წელს საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა