ყვითელი ამბები

ვასო ფხაკაძეს და ლიკუნა მეტრეველს ქორწინების იუბილე აქვთ – წყვილის გლამურული ფოტო

ვასოსა და მის რჩეულს შორის 16-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. მიუხედავად ამისა, წყვილი ჰარმონიულად გამოიყურება და მათ ურთიერთობაში ასაკი დიდ როლს არ თამაშობს.
Sputnik

იუმორისტი ვასო ფხაკაძე და მოდელი ლიკუნა მეტრეველი ქორწინების 7 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ლიკუნამ მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და წყვილი მილოცვებს სიამოვნებით იღებს სოციალური ქსელის საშუალებით. ლიკუნას და ვასოს ორი შვილი ჰყავთ, ულამაზესი გოგონები.

7 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოქვეყნებულ ფოტოში ლიკუნა არაჩვეულებრივად გამოიყურება, მან ყვითელი ფერის გრძელი კაბა მოირგო, ხოლო ვასომ – კლასიკურ პიჯაკსა და თეთრ პერანგთან ჯინსი შეახამა. წყვილი ფოტოზე ძალიან მხიარულად და ბედნიერად გამოიყურება.

ყველასთვის კარგად ნაცნობ ტელესახეს ულამაზესი ოჯახი ჰყავს. ვასო ფხაკაძის და მოდელ ლიკუნა მეტრეველის უფროსი გოგონა ნინა რამდენიმე თვის წინ 6 წლის გახდა. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ნინას დასამახსოვრებელი, ჯადოსნური დაბადების დღე ჰქონოდა. სწორედ ამიტომ ბავშვები ფერიებივით გამოეწყვნენ და სადღესასწაულო გაფორმებაც ზღაპრული იყო.

კოლეგები ვასო ფხაკაძის დაოჯახებას დიდი ხნის მანძილზე ელოდნენ. ტელესახე ჰყვება, რომ ბევრმა მეგობარმა ხელიც კი ჩაიქნია მის დაქორწინებაზე. მაგრამ სიყვარული უეცრად მოვიდა და ვასოს გულში სამუდამოდ შეიჭრა. საზოგადოებაში ინფორმაციამ მალე გაჟონა. აღმოჩნდა, რომ ვასოსა და მის რჩეულს შორის 16-წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო.

მიუხედავად ამისა, წყვილი ჰარმონიულად გამოიყურება და მათ ურთიერთობაში ასაკი დიდ როლს არ თამაშობს. მათი ორი ქალიშვილი ამ ურთიერთობას კიდევ უფრო ამყარებს. ვასო ფხაკაძე 2014 წელს დაოჯახდა. მისი ცხოვრების მეგზური მოდელი და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, მშვენიერი ლიკუნა მეტრეველი გახდა. ასაკობრივი სხვაობის გამო ვასო ტელეშოუებში ხუმრობდა, რომ ლიკუნა იშვილა.