მეტი ქალაქი და რეისი: უკრაინული ლოუკოსტერი საქართველოში უფრო ხშირად იფრენს

ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სახელმწიფო სასაზღვრო შეზღუდვებსა და სანიტარიულ მოთხოვნებს პერიოდულად ცვლის, რაც შეიძლება აისახოს ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების ან განახლების ვადებზე.
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. უკრაინული ლოუკოსტერი SkyUp Airlines თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულებას იწყებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით:

  • ხარკოვი–თბილისი–ხარკოვი, 29 აპრილიდან 28 ოქტომბრამდე, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
  • ხარკოვი–ბათუმი–ხარკოვი, 28 აპრილიდან 2 ოქტომბრამდე, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, 27 მაისიდან 3 ოქტომბრამდე ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას;
  • ლვოვი–თბილისი–ლვოვი, 1 მაისიდან 2 ოქტომბრამდე ყოველ შაბათს, 2 ივნისიდან 29 სექტემბრამდე კი – ყოველ ოთხშაბათს;
  • ლვოვი–ბათუმი–ლვოვი, 29 აპრილიდან 27 მაისამდე ყოველ ხუთშაბათს, 29 მაისიდან 3 ოქტომბრამდე – ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას;
  • ოდესა–თბილისი–ოდესა, 30 აპრილიდან 29 ოქტომბრამდე ყოველ ორშაბათსა და პარასკევს;
  • ოდესა–ბათუმი–ოდესა, 2 მაისიდან 23 მაისამდე ყოველ კვირას, 27 მაისიდან 3 ოქტომბრამდე – ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას;
  • ზაპოროჟიე–ბათუმი–ზაპოროჟიე, 28 მაისიდან 3 ოქტომბრამდე ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას.

სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია ასევე ზრდის რეგულარული რეისების რაოდენობას საქართველოსა და უკრაინის დედაქალაქებს შორის. 28 მაისიდან 29 ოქტომბრამდე კიევი–თბილისი–კიევის მარშრუტს ემატება რეისები ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს.

ავიაკომპანია FlyArystan საქართველოსა და ყაზახეთს შორის რეგულარულ ფრენებს იწყებს>>

ამჟამად საქართველოს მიმართულებით სხვადასხვა ავიაკომპანია კვირაში 70 რეისს ასრულებს. მათი რაოდენობა ზაფხულში 200-მდე გაიზრდება. შედარებისათვის, 2020 წლის აგვისტოში კვირაში 10–12 რეისი სრულდებოდა.

ბათუმსა და დუბაის შორის რეგულარული ავიარეისები შესრულდება

რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა ქვეყანაში მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან განახლდა.

სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარიული მოთხოვნები, რაც აისახება ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე სხვადასხვა მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარიულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებსა და განრიგებს.