„მე დაბოლილი მეგობრებთან ერთად“ – სნუპ დოგმა ქართული ცეკვის ვიდეო გამოაქვეყნა

ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა სნუპ დოგმა „ინსტაგრამზე“ განათავსა ვიდეო, სადაც ქართველები უკრავენ და ცეკვავენ.
Sputnik

ვიდეოს აწერია: „მე დაბოლილი ჩემს მეგობრებთან ერთად 2075 წელს, როდესაც ყველანი ბაბუები ვართ“. სნუპს კომენტარებში უწერენ, რომ ეს ქართული ცეკვაა. რეპერმა ვიდეო აშკარად სახუმარო მიზნით გამოაქვეყნა.