მასწავლებელი მოსწავლეს საფულის ქურდობაში ადანაშაულებს: მიმდინარეობს გამოძიება

სკოლის დირექტორის განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე პედაგოგი კლასის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს.
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტში მასწავლებელმა მოსწავლეს საფულის მოპარვა დააბრალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა სოფელ ზემო ბოდბეში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეოთხე კლასის მასწავლებელმა თანხა დაკარგა, რის შემდეგაც საკუთარი მეთოდებით გადაწყვიტა სიმართლის დადგენა – იგი მოსწავლის ოჯახში მივიდა და მოზარდი გაჩხრიკა.

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს სკოლის დირექტორიც. მისი ინფორმაციით, საქმეში სამართალდამცველები არიან ჩართული და ფაქტზე გამოძიება დაიწყო.