შემცირდება თუ არა პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთი: გვენეტაძის განმარტება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ პენსიონერებისთვის საპროცენტო განაკვეთი უკვე საგრძნობლად შემცირებულია და ამ მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა მაქსიმუმი გააკეთა.
Sputnik
შემცირდება თუ არა პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთი: გვენეტაძის განმარტება
„როდესაც მე დავიწყე მუშაობა ეროვნულ ბანკში, საპროცენტო განაკვეთი პენსიონერების სესხებზე 120-დან 200%-მდე იყო. დღეს ჩვენ 31%-ზე ვლაპარაკობთ, ანუ საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. არ დაგვავიწყდეს, რომ თუ შევადარებთ პენსიონერების სესხებს არაპენსიონერების სესხებთან, ეს პროცენტი დაახლოებით ერთი და იგივეა. ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი დისკრიმინაციულ სიტუაციაში არიან“, – ამბობს კობა გვენეტაძე.

მისი განმარტებით, არაუზრუნველყოფილი სესხები დაახლოებით ასეთივე პროცენტით გაიცემა, მას ემატება ის რისკიც, რომელიც გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული და რომელსაც ბანკი, როგორც კომერციული ორგანიზაცია, აზღვევს.