ყვითელი ამბები

„მონასტერში წადი, ფსიქოთერაპია გიშველის და ა.შ. – არ გინდათ...“ – გიორგი სუხიტაშვილი

გიორგი სუხიტაშვილი მაყურებელმა გაიცნო კონკურსიდან „ჯეოსტარი“, სადაც მან გაიმარჯვა კიდეც. მას შემდეგ გიორგი არაერთ პროექტში მონაწილეობდა.
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და საუბრობს იმის შესახებ, როგორ კარგავენ ის და მისი კოლეგები ნელ-ნელა პროფესიას.

მომღერლის თქმით, ნელ-ნელა ეგუება აზრს, რომ პროფესია დაკარგა, რადგან მათთვის, ვისთვისაც მომღერლობა პროფესია და შემოსავლის წყაროა, ეს პროფესია დიდი ხანია გაქრა, გაქრა შემოსავალიც და განვითარების შესაძლებლობაც, მოტივაცია და იმის რწმენა, რომ მალე ყველაფერი დალაგდება.

სუხიტაშვილის თქმით, რთულია იმის განცდა 35 წლის ასაკში, რომ ყოფილი მომღერალი უფრო ხარ, ვიდრე აქტიური.

„თხოვნა მექნება, არ გინდათ ბევრი ჭკუის დარიგება და ბევრი რჩევა. არც თავის მოკვლას ვგეგმავ, არც რამე ამდაგვარს, ეს არის რეალობა. ამიტომ უფალს მიმართე, მამაოს დაურეკე, მონასტერში წადი, ფსიქოთერაპია გიშველის და ა.შ. არ გინდათ, გთხოვთ… ამ სტატუსით ბევრი კოლეგის და ბევრი სხვა პროფესიის ადამიანის სათქმელიც ვთქვი, ვგრძნობ, რომ ქვეყანას დედა არ ჰყავს, ეს შეზღუდვები და სახლში გამოკეტვა კიდევ ზემოდან „გვირგვინად” ადგას ამ სავალალო მდგომარეობას“, – წერს მომღერალი.

გიორგი სუხიტაშვილი მაყურებელმა გაიცნო კონკურსიდან „ჯეოსტარი“, სადაც მან გაიმარჯვა კიდეც. მას შემდეგ გიორგი არაერთ პროექტში მონაწილეობდა.