ბათუმში საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლებმა აქცია გამართეს

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლები კუთვნილი ანაზღაურების მიღებას ითხოვენ. ამასთან ისინი ზეგანაკვეთურად მუშაობას აპროტესტებენ.
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. ბათუმში საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლებმა  ხელფასების 30%–ით გაზრდისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გამართეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ვითხოვთ ხელფასების მომატებას: რუსთავის „აზოტის“ მუშებმა აქცია განაახლეს

საკონტეინერო ტერმინალში დასაქმებულები აცხადებენ, რომ მათ ხშირად უწევთ ზეგანაკვეთურად მუშაობა, რასაც დამსაქმებელი არ ანაზღაურებს. ასევე არ ერიცხებათ სამედიცინო ცნობის ე.წ. ბიულეტენის ანაზღაურება და ვერ სარგებლობენ კუთვნილი შვებულებით.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში 100 ადამიანია დასაქმებული. მათ ამავე მოთხოვნით რამდენიმე აქცია გასულ წელსაც გამართეს.

ბათუმის ტერმინალის ადმინისტრაციაში აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.