კვლავ წვიმა: სინოპტიკოსები უამინდობის შესახებ გვაფრთხილებენ

მთელი საქართველოს მასშტაბით დღევანდელ საღამოს და ხვალ მთელი დღე ღრუბლიანი ამინდი და წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან – ძლიერი.
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოში 29–30 აპრილს ღრუბლიან და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ.

აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთით, მთიან რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს, აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.